დასახელება: საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“
მიზანი: ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფი: XI-XII კლასის მოსწავლეები
განხორციელების პერიოდი: 15 მარტი - 4 აპრილი, 2022 წელი
განხორციელების ადგილი: 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 300 საჯარო სკოლა
მონაწილეთა სტატისტიკა: პროექტში მონაწილეობა მიიღო 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 300 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 5886 მოსწავლემ (ქალი-3487; კაცი-2399), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, დმანისი, წალკა, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე) განლაგებული 48 საჯარო სკოლის 853 მოსწავლემ (ქალი-490; კაცი-363)
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: