საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო ინფორმაცია

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ განთავსებულ ინფორმაციას:

საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩა­ნაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავში­რებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებუ­ლების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ნებისმიერ პირს (ფიზიკურს და იურიდიულს, საჯარო დაწესებულებას) აქვს უფლება მიმართოს სწავლების ცენტრს და მოითხოვოს უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია, გარდა სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობას ან წარუდ­გენს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი სწავლების ცენტრში წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე centre@electionreforms.ge კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული განცხადების გაგზავნის ფორმით.

აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების, ან პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

საკუთარი პერსონალური მონაცემების, ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით პირმა განცხადებას უნდა დაურთოს მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი და სხვ.) ასლი. 

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურებისა („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);

სწავლების ცენტრში დაცული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;

გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22;

ანგარიშის ნომერი: GE24NB0330100200165022

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 302 003 173

გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას (თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში ინფორმაცია გასცეს კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით და პირს გადაახდევინოს შესაბამისი მოსაკრებელი);

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრ­აციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

  • ზოგადი ინფორმაცია
    • სტრუქტურა
    • დებულება / შინაგანაწესი
    • სამოქმედო გეგმა
    • ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია
    • მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი
    • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაციის ყოველწლიური ანგარიში
  • საკადრო უზრუნველყოფა
    • საშტატო განრიგი
    • კონკურსის ჩატარების წესი
    • გამოცხადებული კონკურსები
  • სახელმწიფო შესყიდვები
    • შესყიდვების წლიური გეგმა
    • განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები
  • ფინანსები
    • ბიუჯეტი
    • გრანტები
    • სარეზერვო ფონდები
  • სასწავლო პროგრამები
    • სახელმძღვანელო ინსტრუქციები
    • საინფორმაციო ხასიათის სასწავლო მასალა
    • დაგეგმილი/ჩატარებული ტრენინგები
    • სასწავლო კურსები პარტნიორ უნივერსიტეტებში
    • იურიდიული კლინიკა
    • საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა
  • სერტიფიცირება
    • სერტიფიცირების დებულება
    • სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადების შესახებ
    • სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები
    • სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტირებულთა შესახებ
    • სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების სტატისტიკა
  • საგრანტო კონკურსები - არქივი
    • საგრანტო კონკურსის დებულება
    • დასრულებული კონკურსები
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia