საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია

12.12.2025
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიენიჭა, რითაც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობა და  მომხმარებლების მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფა დადასტურდა.

სწავლების ცენტრმა ISO საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შიდა აუდიტი, შპს „ისო კონსალტინგ“-თან თანამშრომლობით, წარმატებით გაიარა 2025 წლის ნოემბერში და ამავე წლის დეკემბერში საერთაშორისო ორგანიზაციის „LL-C Certification“ მიერ ჩატარებული სასერტიფიკაციო აუდიტის შედეგად მიიღო ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატი.

საერთაშორისო აუდიტორებმა შეისწავლეს სწავლების ცენტრის ორგანიზაციული მართვის სისტემა და კონტექსტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული განათლების პროგრამების და სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას, ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული სხვა მხარეებისთვის მასშტაბური სწავლების-ინფორმირების პროექტების განხორციელებას.

აუდიტორულ დასკვნაში აღინიშნა, რომ სწავლების ცენტრი ახდენს ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, ჰყავს კვალიფიციური და კომპეტენტური გუნდი, სამუშაო პროცესები კარგად არის ორგანიზებული, დასტურდება საქმიანობების შედეგიანობა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან.

სწავლების ცენტრი კიდევ ერთ წარმატებას ულოცავს საარჩევნო ადმინისტრაციას, მადლობას უხდის სწავლების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56
7
891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia