ცესკო და სწავლების ცენტრი, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იწყებს სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგიული მიმართულების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
სასწავლო კურსისთვის შემუშავებული სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ სპეციალიზირებულ ცოდნას შემდეგ ძირითად საკითხებზე: 2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნების სისტემის მიმოხილვა; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და კენჭისყრის ადმინისტრირების პროცესში საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვა; საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში განსახორციელებელი სერვისი; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა; საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად.
სასწავლო კურსს განახორციელებენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები.
ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის:
კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოქალაქეს პროექტში რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
პროექტში რეგისტრაციის პროცედურა:
საოლქო საარჩევნო კომისია |
დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით |
შესარჩევ მონაწილეთა საორიენტაციო რაოდენობის ფარგლები |
№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
შიო მღვიმელის ქ. №1-ბ |
170 |
№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია |
ვაჟა ფშაველას გამზ. №32 |
350 |
№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია |
ვაჟა ფშაველას გამზ. №32 |
450 |
№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
კრწანისის №5 |
110 |
№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია |
ნოსირის ქ. №4 |
285 |
№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბზითაგორის ქუჩა №63 |
360 |
№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჯავახიშვილის ქ. №51 |
185 |
№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია |
აღმაშენებლის გამზ. №140ა |
220 |
№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია |
სარაჯიშვილის ქ. N1 |
405 |
№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია |
მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. №23 |
375 |
№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია |
საგარეჯო, ერეკლე მეორეს №68 |
75 |
№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია |
გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18 |
180 |
№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია |
სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №19 |
95 |
№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29 |
45 |
№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა №44 |
105 |
№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №34 |
115 |
№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |
თელავი, დავითაშვილის ქუჩა №2 |
165 |
№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50 |
95 |
№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
თიანეთი, რუსთაველის ქ. №54 |
35 |
№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19 |
290 |
№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია |
გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36 |
100 |
№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია |
მარნეული, თაყაიშვილის ქ. 1 |
205 |
№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №68 |
205 |
№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
დმანისი, წმინდა ნინოს №39 |
135 |
№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია |
წალკა, კოსტავას ქ. №50 |
85 |
№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
თეთრიწყარო, ჭავჭავაძის ქ. 2 |
65 |
№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51 |
120 |
№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
დუშეთი, მ. კოსტავას №23 |
100 |
№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია |
ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. №9 |
35 |
№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია |
კასპი, სააკაძის ქ. №110 |
135 |
№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია |
გორი, სამების ქ. №1 |
340 |
№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქარელი, თამარ მეფის ქ. №24 |
135 |
№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხაშური, კოსტავას ქ. №7 |
145 |
№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. №11 |
85 |
№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახალციხე, კეცხოველის ქ. №6 |
130 |
№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია |
ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. №19 |
80 |
№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია |
ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. №6 |
45 |
№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. №2 |
145 |
№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №23 |
95 |
№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ონი, ქაფიანიძის ქ. №90 |
25 |
№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №24 |
70 |
№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია |
ცაგერი, რუსთაველის ქ. №39 |
50 |
№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №31 |
20 |
№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია |
მესტია, თამარ მეფის ქ. №14 |
20 |
№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46 |
90 |
№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია |
თერჯოლა, რუსთაველის ქ. №117 |
120 |
№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია |
საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41 |
215 |
№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5 |
215 |
№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბაღდათი, სააკაძის ქ. №5 |
105 |
№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია |
ვანი, თავისუფლების ქ. №63 |
110 |
№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია |
სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6 |
155 |
№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხონი, კაკაბაძის ქ. №17ა |
105 |
№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5ა |
215 |
№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია |
ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №8 |
80 |
№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია |
წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. №2ა |
150 |
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31 |
380 |
№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1 |
205 |
№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76 |
125 |
№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჩოხატაური, დუმბაძის ქ. №35 |
100 |
№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია |
აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა |
100 |
№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია |
სენაკი, რუსთაველის ქ. №221 |
155 |
№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია |
მარტვილის, გამსახურდიას ქ. №4 |
140 |
№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხობი, ცოტნე დადიანი ქ. №185 |
100 |
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია |
ზუგდიდი, კოსტავას №58 |
310 |
№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია |
წალენჯიხა, სალიას ქ. №3 |
105 |
№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია |
ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. №22 |
80 |
№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ფოთი, 26 მაისის №7 |
120 |
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27 |
445 |
№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია |
დაბა ქედა, წერეთლის ქ. №2 |
105 |
№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10 |
280 |
№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია |
შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2 |
95 |
№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბათუმი, ტაოს ქ. №1 |
185 |
№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია |
ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №9 |
150 |
პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის/წევრის სერტიფიკატი, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის სერტიფიკატი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით ზემოაღნიშნულ ცხრილში მოცემული მონაწილეთა საორიენტაციო რაოდენობის ფარგლები.
შენიშვნა: