სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიურ გადამზადებას გადიან.
I და II ეტაპის ტრენინგები, ქვეყნის მასშტაბით, 14 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდა, რომლის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებსა და კენჭისყრის პროცესში ფუნქციების შესრულების ტექნიკას. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, მნიშვნელოვანი ყურადღება აპარატებთან მუშაობას დაეთმო.
ტრენინგებზე დასწრების სტატიტიკა, პროფილური მიმართულებებისა და ეტაპების მიხედვით, წარმოდგენილია ბმულებზე.
საარჩევნო კომისიები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის სხვა წევრები
საარჩევნო კომისიები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარიმართება
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)
საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული გადამზადების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრის სატრენინგო კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ტრენინგების კომპონენტი. მიემართება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და კომისიების წევრებს, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები დამატებითი ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 5-7 ოქტომბრის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულებზე.
გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე)
გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)
გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)
გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)
გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.