დასახელება: საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის
მიზანი: პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
სამიზნე ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საარჩევნო დავები; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის მერის (თვითმმართველი თემის გამგებლის) არჩევნები; რეფერენდუმი, პლებისციტი. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სერვისების და იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესში განხორციელდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით უნივერსიტეტებში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები.
განხორციელების პერიოდი: 19 სექტემბერი, 2023 წელი - 20 თებერვალი, 2024 წელი
მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა 4 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 233 სტუდენტმა (ქალი - 145; კაცი - 88).