საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელება გრძელდება

19.09.2023
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ყოველწლიურად, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ საარჩევნო სამართლის დარგში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საავტორო პროგრამა.

პროგრამა თანამედროვე სწავლების სტრატეგიას ეფუძნება - დიდი ყურადღება ეთმობა სტუდენტების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკაში პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას. იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას, იღებენ ინფორმაციას არჩევნების მოდერნიზების მიზნით შემოტანილ ელექტრონულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სერვისებზე.

ამ ეტაპზე პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლების ცენტრი იწყებს მორიგ სემესტრულ სწავლებას (2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი). სასწავლო პროცესს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ლექტორები გაუძღვებიან. სასწავლო პროგრამა ეხმიანება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სტრატეგიულ პრიორიტეტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების მომზადებას.

2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა. მასში მონაწილეობა 454-მა სტუდენტმა მიიღო.

სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამა თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში 2010 წლიდან ხორციელდება. დღემდე, სასწავლო პროგრამა  7700-მდე სტუდენტმა გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia