დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები (I, II და III ეტაპი)
მიზანი: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე, ასევე, ინსტრუქტაჟი კენჭისყრის დღეს შესასრულებელ სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან მიმართებით
სამიზნე ჯგუფი: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი)
განხორციელების პერიოდი: 21 - 23 ოქტომბერი, 2021 წელი
განხორციელების ადგილი: 144 სატრენინგო ლოკაცია შესაბამისი საარჩევნო ოლქების სამოქმედო ტერიტორიაზე
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა:
მომზადებულია ტრენინგის მიმდინარეობისას არსებული მონაცემების გათვალისწინებით:
ტრენინგის I ეტაპზე დასასწრებ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 5377 ხელმძღვანელი პირი
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 3726 ხელმძღვანელმა პირმა (69.3%), მათ შორის, ქალი - 3085 (78.5%) და კაცი - 641 (17.2%)
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების I ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა
ტრენინგის II ეტაპზე დასასწრებ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 5375 ხელმძღვანელი პირი
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 3262 ხელმძღვანელმა პირმა (60.7%), მათ შორის, ქალი - 2733 (83.8%) და კაცი - 529 (16.2%)
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების II ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა
ტრენინგის III ეტაპზე დასასწრებ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 5396 ხელმძღვანელი პირი
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის 3190 ხელმძღვანელმა პირმა (59.1%), მათ შორის, ქალი - 2689 (84.3%) და კაცი - 501 (15.7%)
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების III ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა