2021 წლის 21 ოქტომბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად ტრენინგების I, II და III ეტაპი ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.
პროგრამის ფარგლებში, სამივე ეტაპზე, ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების არსებითი განხილვის ფორმატში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:
N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები ტრენინგებზე გაეცნობიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს საპილოტე პროექტის ფარგლებში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების სპეციფიკის გათვალისწინებით.
არჩევნების მეორე ტურისთვის 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 144 ტრენერი (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში).
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.
კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია 21-23 ოქტომბრის პერიოდში. ეტაპების მიხედვით შედგენილი გრაფიკები ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ასევე გათვალისწინებულია ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით შემუშავებული ელექტრონული სასწავლო პროგრამის „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ საპილოტე რეჟიმში განხორციელება. პროგრამის მიზანია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მდივანი) პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ცენტრალიზებულად, პირისპირ ფორმატში ჩატარებული ტრენინგების დასრულების შემდგომ, მათ შესაძლებლობა ექნებათ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე მიღებული ცოდნა გადაამოწმონ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. საპილოტე პროექტი საოლქო საარჩევნო კომისიების ორგანიზაციული მხარდაჭერით ხორციელდება. ელექტრონული პროგრამის გასავლელად საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება წვდომა კომპიუტერულ ტექნიკაზე (საარჩევნო ოლქის შენობებში ან სხვა შესაბამის სივრცეში).