საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებში ცვლილებების შესახებ

24.03.2020
ბეჭდვა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 24 მარტის №20/2020 განკარგულებით თანხმობა მისცა სწავლების ცენტრის დირექტორს, 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიმართულებებზე საგრანტო პროექტების განხორციელების პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკისთვის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისი - 31 აგვისტო (3 თვე), ნაცვლად 2020 წლის 1 მაისი - 31 ივლისის პერიოდისა.

მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკისთვის „ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში“ საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისი - 31 ივლისი (2 თვე), ნაცვლად 2020 წლის 1 მაისი - 30 ივნისის პერიოდისა.

ამასთან, დადგინდა შემდეგი სახის დათქმა:

  • ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომებიდან გამომდინარე, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია წანაცვლდეს საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი 2020 წლის 30 ოქტომბრამდე დიაპაზონში (პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკის საგრანტო პროექტის ხანგრძლივობის შეუცვლელად - 3 თვე, ასევე, მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკის საგრანტო პროექტის ხანგრძლივობის შეუცვლელად - 2 თვე);
  • იმ შემთხვევაში თუ შენიშვნის პირველ პუნქტში განსაზღვრული გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკის საგრანტო პროექტის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 აგვისტოსი, ხოლო მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკის საგრანტო პროექტი - არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia