სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2020 წლის 6 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში - ცესკო) 2020 წლის 29 იანვრის №3/2020 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
- მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში.
ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, თუ ბოლო წლების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები (მაგ., დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2018 წლის 28 ოქტომბერი) ადასტურებს მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხელშეწყობისა და ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მიმართული იქნება კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს განმტკიცების ხელშესაწყობად ჩართული მხარეების - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საზოგადოებაში ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.
პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა
ა) პროგრამული ნაწილი:
სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა პარტიებისთვის საარჩევნო საინფორმაციო-სასწავლო პროექტების გაგრძელების მოთხოვნა. გამოხატული მაღალი ინტერესისა და 2020 წელს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების გათვალისწინებით, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოდულს:
- არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
- ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო;
- დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე;
- პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
- ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
- წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
- საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
- პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული დამატებით ნებისმიერი სხვა სასწავლო მოდული, გარდა ქვემოთ მოცემული მოდულებისა, რომლის სწავლებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი კონტრიბუციის ფორმატში.
შენიშვნა:
- ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამის წარმოდგენასთან დაკავშირებით პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.
- სასწავლო პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის სამიზნე თითოეული ჯგუფისთვის ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 20 საათისა (იგულისხმება სატრენინგო საათები, რომელშიც არ შედის შესვენების დრო).
- შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამაში გაწერილი იყოს შესაბამისი მოდულის მიზანი, შინაარსი, სწავლების შედეგი, მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და სწავლების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია (იხ. ნიმუში). მნიშვნელოვანია, შემუშავებულ სასწავლო პროგრამაში/სილაბუსში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:
- საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე;
- საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.
შენიშვნა:
- სწავლების ცენტრის მიერ კონტრიბუციის სახით პროექტის სამიზნე თითოეული ჯგუფისთვის ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს (გაითვალისწინეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაში, რომელიც შეადგენს არანაკლებ 20 საათს, არ შედის აღნიშნული 5 საათი).
- არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტში უნდა გაითვალისწინოს სწავლების ცენტრის ზემოაღნიშნული კონტრიბუციის პირობა და პროექტის ბიუჯეტში ასახოს კონტრიბუციის ფარგლებში ჩასატარებელი ტრენინგის ხარჯი, გარდა სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ სასწავლო კურსის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისა (სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ სასწავლო კურსის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომის ხარჯს და სამივლინებო ხარჯებს აანაზღაურებს სწავლების ცენტრი).
ბ) საგრანტო პროექტის ბენეფიციარები:
პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის საარჩევნო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით სამიზნე ჯგუფების დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ მოცემული ყველა მოთხოვნა, კერძოდ:
- სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს:
- პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის 19 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ 8 კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი;
- ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არანაკლებ 4 არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი.
- პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები ხელმოწერილი უნდა იყოს პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილები და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)).
შენიშვნა: ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
გაითვალისწინეთ: თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, კონკურსის მიზნებისთვის 19 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება (4 პარტია), უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესაბამის არეალში (არეალები იხილეთ ქვემოთ) მოქმედ თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში სამიზნე ჯგუფში წარადგინონ პარტიის ორი წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ პარტიებს (როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ პარტიებს) - თითო წარმომადგენელი.
გ) საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტისთვის, რომელიც კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილი წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას (27 წარმომადგენელს ქვემოთ განსაზღვრული არეალის ფარგლებში მოქმედ თითო საოლქო საარჩევნო კომისიაზე გათვლით), დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
- თბილისი (მთაწმინდა, კრწანისი, ვაკე, საბურთალო) - არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- თბილისი (ისანი, სამგორი, ჩუღურეთი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- თბილისი (დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- კახეთი (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) – არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- კახეთი (ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა) – არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- ქვემო ქართლი (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) - არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- ქვემო ქართლი (წალკა, თეთრიწყარო, დმანისი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- შიდა ქართლი (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) - არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) - არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- სამცხე-ჯავახეთი (ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- იმერეთი (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- იმერეთი (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- იმერეთი (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- იმერეთი (ბაღდათი, სამტრედია, ვანი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) - არაუმეტეს 81 000 ლარისა.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (აბაშა, მარტვილი, სენაკი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (ფოთი, ზუგდიდი, მესტია) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- აჭარა (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
- აჭარა (ხულო, ქედა, შუახევი) - არაუმეტეს 60 750 ლარისა.
შენიშვნა:
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტირებისას, ბენეფიციარებისთვის განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამისთვის ტრენერის მომსახურების ღირებულებად შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 50 ლარისა (დარიცხული) საათში.
- რეკომენდებულია, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ფონდის 35 %-ს. პროექტის ბიუჯეტირებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები.
- არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით დაყოფილ ერთ რომელიმე არეალში.
- კონკურსის მიზნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით დაყოფილ თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.
- პროექტის დაფინანსების შემთხვევაში თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
- თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი ზემოაღნიშნული დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებულ თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
დ) საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 მაისი - 31 ივლისი (3 თვე)
ე) პირველ მიმართულებაზე პროექტების დაფინანსების ჯამური თანხა: 1 478 250 ლარი
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში
ა) პროგრამული ნაწილი:
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზანშეწონილია მოიცავდეს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე:
- სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი საქართველოში;
- აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა;
- ანგარიშვალდებულება ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის;
- დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
- ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში;
- საარჩევნო უფლებები და რეალიზება;
- გენდერული თანასწორობა არჩევნებში;
- ინკლუზიური საარჩევნო გარემო (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში);
- არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდაზე მიმართული სხვა საკითხები.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების მოდელირება, სასწავლო მასალების შემუშავება და სასწავლო მეთოდოლოგიის შერჩევა-გამოყენება მოხდეს ახალგაზრდა ამომრჩევლების ასაკისა და ინტერესების შესაბამისად.
შენიშვნა:
- საგრანტო პროექტით ინიცირებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა პროექტის სამიზნე თითოეული ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს არანაკლებ 20 საათისა (იგულისხმება სატრენინგო საათები, რომელშიც არ შედის შესვენების დრო).
- შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამაში გაწერილი იყოს შესაბამისი მოდულის მიზანი, შინაარსი, სწავლების შედეგი, მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და სწავლების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია (იხ. ნიმუში). მნიშვნელოვანია, შემუშავებულ სასწავლო პროგრამაში/სილაბუსში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.
ბ) საგრანტო პროექტის ბენეფიციარები:
ბენეფიციარები, რომელზეც გავრცელდება საგრანტო პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ორიენტირებული იყოს ქვემოთ დასახელებულ რომელიმე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე:
- ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ახალგაზრდები (ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიზანშეწონილია საგრანტო პროექტის ბენეფიციარად ასევე განისაზღვროს ბოშები, ქისტები);
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ამომრჩევლები;
- იძულებით გადაადგილებული პირები.
სამიზნე ჯგუფის დაკომლექტება სასურველია მოხდეს გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
შენიშვნა:
- საგრანტო პროექტი სამიზნე ჯგუფად ჯამში უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ 60 ბენეფიციარს (აღნიშნული მონაცემი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული საპროექტო განაცხადში). პროექტის განხორციელებისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საინფორმაციო-სასწავლო მიზნებისთვის მოხდეს ბენეფიციართა დაყოფა ჯგუფებად, არანაკლებ 15 და არაუმეტეს 24 მონაწილის შემადგენლობით. აუცილებელია დასწრების ფურცლების წარმოება ყველა შეხვედრაზე.
- პროექტის ბიუჯეტირებისას საინფორმაციო-სასწავლო პროცესში ბენეფიციართა ღამისთევის, კვების და ინდივიდუალური ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საგრანტო პროექტის ბიუჯეტში აისახოს ერთ მონაწილეზე გასაწევი ხარჯის ღირებულება (ხარჯის სახეობების მიხედვით, ცალ-ცალკე). საგრანტო პროექტის რისკების მართვის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებას: პროექტის განხორციელების პროცესში საპროექტო განაცხადში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები ბენეფიციარის ჩართვის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ გრანტის გამცემს უნდა დაუბრუნოს ღამისთევის, კვებისა და ინდივიდუალური ტრანსპორტირების ხარჯი, ნაკლულ მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნული პირობის დაცვის მიზნით, პროექტის განხორციელების პროცესში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებაზე შეთანხმება წარმოადგენს გრანტის მიმღების პასუხისმგებლობას.
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტირებისას, ბენეფიციარებისთვის განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამისთვის ტრენერის მომსახურების ღირებულებად შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 50 ლარისა (დარიცხული) საათში.
- რეკომენდებულია, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ფონდის 35 %-ს. პროექტის ბიუჯეტირებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები.
გ) საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 მაისი - 30 ივნისი (2 თვე)
დ) საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: 30 000 ლარი
ე) მეორე მიმართულებაზე პროექტების დაფინანსების ჯამური თანხა: 270 000 ლარი
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2020 წლის 6 თებერვალი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება: 6 თებერვალი, 2020 წელი;
- საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა: 2020 წლის 6 თებერვლიდან - 20 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, (ცესკოს შენობა) მეხუთე სართული;
- საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2020 წლის 12 თებერვალი, 12:00 საათი, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)