დასახელება: სასწავლო კურსი “საარჩევნო სამართალი” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის
მიზანი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
სამიზნე ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საარჩევნო დავები; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის მერის (თვითმმართველი თემის გამგებლის) არჩევნები; რეფერენდუმი, პლებისციტი
განხორციელების პერიოდი: 7 მარტი - 30 ივნისი, 2019 წელი
მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა და სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 362 სტუდენტმა, მათ შორის ქალი - 214; კაცი -148.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: http://electionreforms.ge/geo/list/show/2645-daitsko-2018-2019-sastsavlo-tslis-gazafkhulis-semestruli-stsavleba-partnior-universitetebshi