საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება პარტნიორ უნივერსიტეტებში

09.07.2019
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 8 უმაღლეს სასწავლებელში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა განახორციელა.

სემესტრული სწავლება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  362 სტუდენტმა გაიარა (ქალი - 214; კაცი - 148). პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურად გაეცნენ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და განიხილეს საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკა. აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს, 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით, სტუდენტებმა ფინალური გამოცდები ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ექვს უნივერსიტეტში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო ბადეში, რაც პროფესიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საარჩევნო სამართლის სასწავლო პროგრამის მორიგი ეტაპი 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში სექტემბრის თვიდან დაიწყება. 2010 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამა 5 360 სტუდენტმა გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia