დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები (2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის)
მიზანი: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლება
სამიზნე ჯგუფი: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები
სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება); კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
განხორციელების პერიოდი: 5 – 9 ნოემბერი, 2017 წელი
განხორციელების ადგილი: N29 ყაზბეგის, N36 ბორჯომის, N35 ხაშურის, N59 ქუთაისის, N65 მარტვილის და N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში მოქმედი საუბნო საარჩევნო კომისიები
სტატისტიკა: ტრენინგი გაიარა 316 საუბნო საარჩევნო კომისიის 3034 წევრმა, მათ შორის კაცი - 661, ქალი - 2373 (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე).