საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ

02.11.2017
ბეჭდვა

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრმა შეიმუშავა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის თანახმად 4 - 5 ნოემბერს სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტებში უზრუნველყოფს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებთან განახლებული სასწავლო პროგრამის გაცნობის მიზნით.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, საოლქო საარჩევნო კომისიებთან თანამშრომლობით, 5-9 ნოემბრის პერიოდში განახორციელებენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების ჩატარებას N29 ყაზბეგის, N36 ბორჯომის, N35 ხაშური, N59 ქუთაისის, N65 მარტვილის და N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში მოქმედი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.  

ტრენინგები განხორციელდება ერთ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობით  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების ამოწურვის შემდგომ, გათვალისწინებულია დამატებითი ტრენინგების ჩატარება საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის (10 ნოემბერი). 

იხილეთ ტრენინგების დეტალური გრაფიკი.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia