საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ჩატარებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

28.10.2021
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური ტრენინგები გაიარეს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჯამურად 3375 სატრენინგო სესია ჩატარდა:

  • 3338 ტრენინგი (ოთხი ეტაპის ფარგლებში) - 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით;
  • 29 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 29 სპეციალური ჯგუფის სწავლებაზე ორიენტირებით;
  • 8 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 8 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის სწავლებაზე ორიენტირებით.

არჩევნების I ტურის მაგალითზე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პროცესში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე აქცენტირებით ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართა:

არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების ტექნიკაზე. ამასთან, ყურადღება დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა ფუნქციების არსებით განხილვას და მათი შესრულების პრაქტიკას, შესაბამისი ეპიზოდური ინსცენირებებისა და სხვა სავარჯიშოების ფორმატში.

ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 144-მა ტრენერმა უზრუნველყო.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოველი სატრენინგო სესიის დაწყების წინ, ტრენინგების ჩატარების 144 ლოკაციაზე მონაწილეებს უტარდებოდათ სწრაფი ტესტი.

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:

  • 1830 საუბნოს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე, ეტაპების მიხედვით დაესწრო:

        I ეტაპი - 3736 წევრი (69%.3%)

        II ეტაპი - 3262 წევრი (60.7%)

        III ეტაპი - 3190 წევრი (59.1%)

        IV ეტაპი - 11 111 წევრი (44%)

        დეტალური სტატისტიკა

  • სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 29 სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო:

       I ეტაპი - 281 წევრი (68.4%)

       დეტალური სტატისტიკა

  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 8 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის/სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო:

       I ეტაპი - 43 წევრი (52.4%)

        დეტალური სტატისტიკა

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის  საპილოტე რეჟიმში ასევე განხორციელდა  ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით შემუშავებული ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“:

პროგრამა ითვალისწინებდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მდივანი) პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცებას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ცენტრალიზებულად, პირისპირ ფორმატში ჩატარებული ტრენინგების დასრულების შემდგომ, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე მიღებული ცოდნა გადაემოწმებინათ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის პრიორიტეტს ეხმიანება და მიზნად ისახავს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia