2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსები
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის და ითვალისწინებს მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნებისთვის ინფორმირების ხელშეწყობას საარჩევნო საკითხებზე.
ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე განთავსებული დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ პროგრამის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; საარჩევნო უბნის დახურვა, ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. პროგრამაში ინტეგრირებული ტესტური დავალებები მომხმარებლისთვის ქმნის დამატებით რესურსს ცოდნის გადასამოწმებლად.
დაინტერესებული პირებისთვის, დისტანციური სასწავლო კურსის გარდა, ცესკომ და სწავლების ცენტრმა მოამზადა სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო მასალა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მასალა ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საინფორმაციო-სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია ბმულებზე:
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (GEO)
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ENG)
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (AZR)
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ARM)
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ENG)
- კენჭისყრის დღის პროცედურები (GEO)
- კენჭისყრის დღის პროცედურები (ENG)
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია - 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცდურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (AZR)
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (ARM)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს (AZR)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს (ARM)
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები (GEO)
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები (AZR)
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები (ARM)
- ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები (GEO)
- ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები (AZR)
- ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები (ARM)
- საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (GEO)
- საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (AZR)
- საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (ARM)
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები (GEO)
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები (AZR)
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები (ARM)
- სასწავლო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის - არჩევნების უსაფრთხოება (GEO)
- სასწავლო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის - არჩევნების უსაფრთხოება (AZR)
- სასწავლო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის - არჩევნების უსაფრთხოება (ARM)
- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისა და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის ამსახველი პოსტერი ამომრჩევლებისთვის (GEO)
- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისა და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის ამსახველი პოსტერი ამომრჩევლებისთვის (AZR)
- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისა და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის ამსახველი პოსტერი ამომრჩევლებისთვის (ARM)
- ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების ამსახველი პოსტერი ჩართული მხარეებისთვის (GEO);
- ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების ამსახველი პოსტერი ჩართული მხარეებისთვის (AZR)
- ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების ამსახველი პოსტერი ჩართული მხარეებისთვის (ARM)
- საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების წესის ამსახველი პოსტერი (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესის ამსახველი პოსტერი (GEO)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესის ამსახველი პოსტერი (ARM)
- საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესის ამსახველი პოსტერი (AZR)
- N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში საპილოტე პროექტის ფარგლებში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისა და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის ამსახველი პოსტერი ამომრჩევლებისთვის (GEO)