საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, 2015 წლის 16 ნოემბრიდან იწყებს პროექტის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელებას.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
პროექტი განხორციელდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 8 უნივერსიტეტში, მათ შორის 2 რეგიონულ (თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და თბილისში მდებარე 6 უნივერსიტეტში (კავკასიის უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ილიას სახელობის იუნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
პროექტის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებთან შეთანხმებული გრაფიკების შესაბამისად, ჩატარდება 1 საათიანი სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამომრჩევლები. სემინარის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის 7 ტრენერი.