2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 24 ოქტომბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპი.
IV ეტაპი დაეთმობა კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას. სწავლების ცენრტის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს,რომლის შემდეგ კომისიის წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).
IV ეტაპი განხორციელდება 24 – 28 ოქტომბერს.