საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გაიმართა სტუდენტური დებატ-კლუბის მეორე შესარჩევი შეჯიბრი

07.07.2015
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 7 ივლისს სწავლების ცენტრის პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბის“ ფარგლებში გაიმართა მეორე შესარჩევი შეჯიბრი სტუდენტებს შორის.

თემაზე „მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან უნდა მიენიჭოს აქტიური საარჩევნო უფლება“ დებატები გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომლებმაც მიმდინარე წელს გაიარეს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სემესტრული სწავლება საარჩევნო სამართლის დარგში.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდა: ცესკოს თავმჯდომარე - თამარ ჟვანია, ცესკოს წევრები - გიორგი ჯავახიშვილი, ემზარ კაკულია, დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ჭიქაბერიძე, მარინა წულუკიძე და სწავლების ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გადასცეს სერტიფიკატები, რომელიც ადასტურებს მათ წარმატებით გადასვლას ფინალში, სადაც დაუპირისპირდებიან პირველ შესარჩევ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს.

მეორე შესარჩევი შეჯიბრის გამარჯვებულები არიან: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები - მაგდა ნადირაძე, ბაჩანა ვასაძე, ნანა შუკაკიძე და შოთა ჩხეიძე.

სტუდენტური დებატ-კლუბის ფინალი გაიმართება შემოდგომაზე.

სტუდენტური დებატ-კლუბის პროექტის მიზანია სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებზე ახალგაზრდების ინტრესის გაღრმავება და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი მოტივირება, ასევე სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia