საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“

25.06.2015
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 13 ივლისიდან იწყება საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“, რომელიც 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, არჩევნების ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობა.

სასწავლო  კურსისთვის სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის შემუშავება უზრუნველყო საარჩევნო სისტემების  განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, ცესკოს წარმომადგენლებთან ერთობლივი თანამშრომლობით.

ამასთან ერთად, სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს ტრენერთა მოსამზადებელი სპეციალური ტრენინგის ჩატარებას საარჩევნო ადმინისტრაციის იმ წარმომადგენელთათვის, რომლებიც გაუძღვებიან სასწავლო კურსს საარჩევნო განვითარების სკოლებში. აღნიშნული სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება.

კურსის გავლისთვის, საჭიროა მსურველებმა შეავსონ აპლიკაცია (იხ. თანდართული დოკუმენტი)  და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:    

თელავი,  დავითაშვილის ქ. № 2

სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. № 13

ახალციხე, რუსთაველის ქ. №45

მარნეული, რუსთაველის ქ. №69

რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

გორი, სამების ქ. №1

ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31

ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58

ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia