საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ვიზიტი იამაიკაში

03.06.2015
ბეჭდვა

ცესკოს დელეგაციამ რიგით მეათე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. იამაიკაზე, გამართულ საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორთან ნათია ზაალიშვილთან, კომისიის წევრებთან დავით გურგენიძესა და დიმიტრი ჯავახაძესთან, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარატმენტის ხელმძღვანელ ქეთევან დანგაძესთან ერთად ესწრებოდა.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე საქართველოს დელეგაციიდან  პრეზენტაციით წარსდგა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელმაც ისაუბრა ცესკოს და სწავლების ცენტრთან ერთად განსახორციელებელ პროექტებზე ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებასა და მედიასთან ურთიერთობების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო განვითარების სკოლებზე - საარჩევნო ადმინისტრაციის ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც  უახლოეს მომავალში განახორციელდება.

სიმპოზიუმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებმა საარჩევნო პროცესების და ადმინისტრირების შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს; საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციები დგანან. საარჩევნო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებმა კი მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების და საარჩევნო პროცესებში მათი გამოყენების პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

26-29 მაისს ქალაქ მონტეგო ბეიში გამართულ მეათე სიმპოზიუმს ICPS-მა ორგანიზება იამაიკის საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გაუწია.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia