საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება

05.05.2015
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საარჩევნო სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება გაიმართა. შესაბამისი სერტიფიკატები და სასაჩუქრე პაკეტები მათ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა და „ეს ო ეს ბავშვთა სოფლის“ ეროვნულმა დირექტორმა ზვიად ბერძენიშვილმა გადასცეს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში თბილისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელში განთავსებული ახალგაზრდები საქართველოში არჩევნების ისტორიას, საარჩევნო სამართლის პრინციპებს, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურისა და მუშაობის წესის, ამომრჩეველთა რესგისტრაციის/სიების და კენჭსყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

ახალგაზრდები დღეს, ასევე გაეცნენ ცესკოს სხვადასხვა დეპარტამენტების საქმიანობას და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებს.

პროექტის ოცმა მონაწილემ სწავლება 2015 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ააიპ ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიარა.

ანალოგიური პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 4 მაისს დაიწყო ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელში, რომელიც დასრულდება 15 მაისს. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ნოემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213
14
1516
17181920212223
24252627282930
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia