მიმდინარე წლის 5 თებერვალს, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სწავლების ცენტრს თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებს მიესალმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, რომელიც მათ ესაუბრა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სწორად წარმართვის პროცესში არჩევნების მნიშვნელობაზე.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა განათლების კუთხით დანერგილი სასწავლო პროგრამების შესახებ და გააცნო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილი სხვა ინიციატივები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად ეწყობა ცესკოსა და სწავლების ცენტრში, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კულტურის განვითარებასა და ახალგაზრდების მოტივირებას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.