საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

10.12.2014
ბეჭდვა

მიმდინარე წლის  3–5 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და სიმპოზიუმი, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი მიწვეული იყო კონკურსის - „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2014“ ჟიურის წევრად. მსგავსი კონკურსი გაიმართა 2013 წელსაც, სადაც სწავლების ცენტრმა გაიმარჯვა და მიიღო „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013“ პროექტისათვის  „პირველი ამომრჩეველი“.

რაც შეეხება სიმპოზიუმს, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო პროცესების დაგეგმვა და მართვა, ტექნოლოგიების როლი საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო ბიუჯეტი და დონორების დახმარება, სხვადასხვა საარჩევნო საკითხების ბიომეტრიული გადაწყვეტილებები  მობილურობის, უსაფრთხოების და იდენტურობის უზრუნველყოფის პროცესში, მედიასთან ურთიერთობები და ა.შ.

ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საარჩევნო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სიმპოზიუმს ყოველწლიურად საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS) უწევს ორგანიზებას. წელს ღონისძიება სამხრეთ აფრიკის საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გაიმართა. სიმპოზიუმი, სადაც განიხილება არსებული გამოწვევები და მათი გადალახვის შესაძლო გზები, საარჩევნო პროცესების ეფექტურად მართვას და არჩევნებში ჩართული მხარეების ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia