საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა პრაღაში

01.10.2014
ბეჭდვა

2014 წლის 22-26 სექტემბერს, პრაღაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)  ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ჩატარდა განხილვები არჩევნების მდგრადობის მართვის დაგეგმვის მიმართულებით. განხილვებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციამ ქალბატონი თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ნათია ზაალიშვილმა. შეხვედრებს ესწრებოდნენ, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

შეხვედრების ძირითადი მიზანი არჩევნების მდგრადობის მართვის დაგეგმარების მოდელის შემუშავება იყო, რაც თავის მხრივ მოიცავდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას როგორიცაა: საარჩევნო პროცესის წინაშე არსებული რისკების შესამცირებლად აუცილებელი საშუალებები (მათ შორის, არჩევნების უსაფრთხოება და კომპიუტერული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საბოლოო შედეგების კალკულაცია და შეჯამება, ადმინისტრაციული დაცვის მექანიზმები და ა.შ), მეთოდოლოგიები და სტრატეგიები (მათ შორის, საარჩევნო სფეროში სატრენინგო პროგრამების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ა.შ).

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის რეგიონული ოფისის დირექტორმა კეტრინ ბარნსმა, საქართველოში IFES-ის პროექტის ხელმძღვანელ ნერმინ ნისიჩთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოში განხორციელებული შეფასების მისიის შედეგად მომზადებული პრეზენტაციები. ცესკოს წამომადგენლებმა არჩევნების მდგრადობის მართვის დაგეგმარების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ექსპერტებისგან მოისმინეს რეკომენდაციებიც.

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia