საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამის მხარდაჭერით, 2010 წლის 12-13 მაისს ქობულეთში სასტუმრო ,,Georgia Palace Hotel” შედგა შეხვედრა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფასილიტატორებთან, რომლებმაც 2010 წლის 14-18 მაისის პერიოდში უნდა ჩაატარონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგის II ეტაპი.
შეხვედრის ფორმატი ორ ნაწილად გაიყო. პირველ ნაწილში განხილულ იქნა ცენტრის მიერ მომზადებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ფასილიტატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის პროცესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიაში; საარჩევნო დავების განხილვა; საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ფასილიტატორების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის 2010 წლის 30-31 აპრილს ჩატარებული I ეტაპისა და საუბნო საარჩევნო კომისიებთან 2010 წლის 1-5 მაისს განხორციელებული ტრენინგების მიმოხილვას.