2014 წლის 23 ივლისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ” არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი დამცველი“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან პარტნიორობით (ISSA) გამართა მრგვალი მაგიდა ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მასტიმულირებელი მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
მონაწილეებს მიესალმა სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი, რომელმაც ისაუბრა ცესკოს, სწავლების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობაზე.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო და ეროვნულ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.