საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგები

04.06.2014
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2014 წლის 4 ივნისს განხორციელდა სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისათვის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით.  

პროგრამის ფარგლებში ტრენინგის ჩატარება უზრუნველყო ცესკოს სწავლების ცენტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა.

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ხასია, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების მიერ საარჩევნო უფლების სრულფასოვნად რეალიზების ხელშეწყობის კუთხით.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზება, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების წესი, პატიმრების მიერ ხმის მიცემის პროცედურები.

მონაწილეებს გადაეცათ ცესკოს სწავლების ცენტრისა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ  მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები.

ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, რომლებიც გადაეცათ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციებს მათი გავრცელების უზრუნველსაყოფად.

 

 

 



ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia