2014 წლის 7-14 მაისის პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული რეგიონული ტრენერები უზრუნველყოფენ საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ჩატარებას.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო კურსი მოიცავს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვას, საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვას, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ინსტრუქციის, კენჭისყრის დღის პროცედურებისა და შემდგომ პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის დეტალურ გაცნობას.
ტრენინგები განხორციელდება თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკი მოძრავია და ცვლილებები შესაბამისად აისახება.
აღნიშნული სასწავლო პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.