საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2014 წლის 1 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით განახორციელებს ინტენსიურ სასწავლო პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაციის 114 ტრენერისა და 13 რეგიონული ტრენერისათვის, რომლებიც მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ უზრუნველყოფენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
ტრენინგები ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემი“.