საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების შესარჩევი კონკურსის პირობები
სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ფარგლებში, 2014 წლის 24 აპრილიდან აცხადებს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების შესარჩევ კონკურსს შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარების ორგანიზება;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარება;
გ) შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სწავლების ცენტრში.
ყურადღება!
კონკურსის შედეგად შერჩეული პირი, მის მიერ ტრენერის საქმიანობის განხორციელების პერიოდში უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი. ტრენერმა თავი უნდა აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ტრენერისათვის ხელშეკრულების შეწყვეტას.
კონკურსის პროგრამა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
ა) უმაღლესი განათლება
ბ) ტრენერად, პედაგოგად ან იურისტად მუშაობის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word, MS Office Excel, MS Office Powerpoint, Web Services (ინტერნეტი);
დ) ინფორმაციის ზეპირი გადმოცემისა და აკადემიური წერის უნარი;
ე) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობის, ყურადღების კონცენტრაციისა და ლოგიკური აზროვნების უნარი.
სასურველი:
ა) იურიდიული განათლება;
ბ) საარჩევნო სფეროში ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
გ) საარჩევნო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ვ) საარჩევნო სფეროში BRIDGE -ის სერტიფიკატი;
ზ) ეთნიკური უმცირებების ენის ცოდნა (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ტრენინგის ჩატარების უზრუნველსაყოფად).
წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
სავალდებულო:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ცხრილის შესაბამისად):
განაცხადი |
||||
კონკურსანტის სახელი, გვარი: |
მისამართი: |
ტელეფონი: |
ელ.ფოსტა: |
ვაკანსია, სადაც კონკურსანტს შემოაქვს განაცხადი (მიეთითოს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის დასახელება) |
ყურადღება!
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) დიპლომის ასლი;
ე) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
სასურველი:
სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის შესაბამისობას სასურველ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
ყურადღება!
ვაკანსიები:
N 53 ვანი |
1 |
N 82 შუახევი |
1 |
კონკურსის ფორმა:
ა) კონკურსანტების შერჩევა, რომლებიც ირიცხებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ერთიან ბაზაში, განხორციელდება მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე;
ბ) კონკურსანტების შერჩევა, რომლებიც არ ირიცხებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ერთიან ბაზაში, განხორციელდება ორ ეტაპად: 1) მათ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებისა და 2) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.
შენიშვნა:
კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია შერჩეული კანდიდატების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 2 612111 (22); 5 98 45 25 96