2013 წლის 22-23 დეკემბერს, სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი", ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებთან გამართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროგრამების შეფასებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ტრენერთა კორპუსის მომზადება, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების სისტემა, სასწავლო მოდულები და მასალები, მეთოდოლოგია, ლოჯისტიკა, კომუნიკაციის ეფექტიანობა, მონიტორინგი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ცესკოს თავმჯდომარემ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ, ცესკოს წევრებმა, პარტნიორი ორგანიზაციის - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის 111 ტრენერმა.