დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანად და მაღალკვალიფიციურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი სასწავლო პროექტი ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის.
პროექტს ახორციელებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა 14 ოქტომბერს. ტრენინგზე განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ დამკვირვებლებისათვის მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები.