საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისათვის

25.09.2013
ბეჭდვა

2012 წლის 7 ივნისს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ცესკოს ეგიდით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგებს ჩაუტარებენ სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს.

ტრენინგები გაიმართება ქ. თბილისში, ცესკოს შენობაში, 26 სექტემბერს. 

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  1. არჩევნების მიმოხილვა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების რეგულაციების გაცნობა
  2. საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი უფლებამოსილება
  3. კენჭისყრის დღის პროცედურები
  4. კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სწავლების ცენტრის მიერ, IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით, მომზადებული სასწავლო ფილმი ”კენჭისყრის დღის პროცედურები”.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia