საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების დამატებითი ეტაპი

25.09.2026
ბეჭდვა

2026 წლის 3 ოქტომბერს მუნიციპალიტეტებში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოს და სწავლების ცენტრის ეგიდით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს. ტრენინგები წალკის, ახმეტის, დმანისის და ვანის მუნიციპალიტეტებში 2 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგები განსხვავებული ფორმატით განხორციელდა იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით და მათი გამოყენების გარეშე წარმართავენ. ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის პროცესის წარმმართველი კომისიებისთვის სწავლება ხუთ ეტაპად, ხოლო სხვა კომისიებისთვის - ოთხ ეტაპად ჩატარდა.

ტრენინგების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, კენჭისყრის პროცედურების სპეციფიკის გათვალისწინებით, დეტალურად გაიარეს ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი სერვისები და მათი განხორციელების პრაქტიკული საკითხები. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით წარიმართება, განსაკუთრებული ყურადღება აპარატებთან მუშაობის პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო.

საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრის კონცეფცია ტრენინგების დამატებით ეტაპსაც ითვალისწინებს. სამიზნე აუდიტორიას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები წარმოადგენენ, რომლებმაც ვერ გაიარეს ტრენინგების შესაბამისი ეტაპი ან ტრენინგების მიმდინარეობისას შეიცვალნენ.

დამატებითი ეტაპის ტრენინგები 26-27 სექტემბერს ჩატარდება. გრაფიკები ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე. გრაფიკებში ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

გრაფიკი - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

გრაფიკი - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122232425
26
27
282930    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia