საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ციკლი იწყება

01.09.2026
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2026 წლის 3 ოქტომბერს წალკის, ახმეტის, დმანისის და ვანის მუნიციპალიტეტებში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების ინტენსიურ პროგრამას იწყებს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატებით  წარმართავენ, ხუთ ეტაპად განხორციელდება, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას აპარატების გამოყენების გარეშე წარმართავენ, პროფილური სწავლება ოთხ ეტაპად ჩატარდება.

2026 წლის 2 სექტემბერს დაგეგმილია I ეტაპის ტრენინგები, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) გადამზადებას დაეთმობა.

სპეციალიზებული პროგრამის შესაბამისად, მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციის ფარგლებში კენჭისყრის დღემდე პერიოდში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისების შესახებ: ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების და ცვლილებების შეტანის სერვისი; გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისი; ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმისწარმოების სტანდარტიზაციის მიზნით, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები განიმტკიცებენ პროცედურულ ცოდნას სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის შესახებ.

ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის თემატური სავარჯიშოს შესრულება.

I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia