დასახელება: საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის
მიზანი: პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების საარჩევნო ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული პროცესებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქისთვის
სამიზნე ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის უარყოფითი გავლება საარჩევნო პროცესზე ;არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები. რეფერენდუმი, პლებისციტი, საარჩევნო დავები.
განხორციელების პერიოდი: 2 მარტი, 2026 წელი - 19 ივლისი, 2026 წელი
მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა 9 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 477 სტუდენტმა (ქალი - 286; კაცი - 191), მათ შორის, 28 სტუდენტმა (ქალი-12, კაცი-16) ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონიდან (ქ. ახალციხე).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: