საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის გაზაფხულის სემესტრული სასწავლო პროგრამა დასრულდა

24.07.2026
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საარჩევნო სამართლის დარგში შემუშავებული საავტორო სასწავლო პროგრამა 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში 9 პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით განახორციელა.

კურსი იურიდიული, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების III-IV კურსის 477-მა სტუდენტმა გაიარა, მათ შორის, 28 სტუდენტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონიდან, ახალციხიდან იყო.

პროგრამა ხორციელდება ცესკოს და სწავლების ცენტრის საარჩევნო სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული პროცესებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქისთვის.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სილაბუსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ეროვნულ სამართლებრივ რეგულაციებს, არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და მედიაგაშუქების მექანიზმებს, არჩევნების მოდერნიზაციის პროცესს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების სისტემასა და ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომ საარჩევნო სერვისებს.

პროგრამა განხორციელდა შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჯიუ), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი.

მონაწილეებმა სასწავლო კურსი დადებითად შეაფასეს. მათი მოსაზრებით, პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც საარჩევნო სამართლის სფეროში სპეციალიზებული ცოდნის გაღრმავებას, ისე დემოკრატიული ღირებულებების, საარჩევნო კულტურის, კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს თბილისისა და რეგიონების პარტნიორ უნივერსიტეტებში 2010 წლიდან ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში პროგრამა 10 000-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, რაც ახალგაზრდებში საარჩევნო განათლების მიმართულებით პროექტის მდგრადობასა და ეფექტიანობას ადასტურებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia