საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის შეხვედრა ახალგაზრდებთან ბაკურიანში

10.07.2026
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი არჩევნებითა და საარჩევნო პროცესებით დაინტერესება და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, შეუწყოს ხელი მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალში პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებას.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რომლებიც მომდევნო საერთო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ინფორმირებული ამომრჩეველი ძლიერი დემოკრატიისა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ უპასუხოს მათ ინტერესებსა და შეკითხვებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. უშუალოდ არჩევნების დღის ადმინისტრირებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მიაწოდეს.

თავის მხრივ პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი და ის ფაქტი, რომ განხილვები დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს საარჩევნო საკითხების მიმართ.

შეხვედრა დაბა ბაკურიანში 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.

ვიდეო გალერეა

საარჩევნო ადმინისტრაციის შეხვედრა ახალგაზრდებთან ბაკურიანში

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia