საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში 2026 წლის საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამა იწყება

12.03.2026
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რაც 2026 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული. ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს ეთმობა.

სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის მარტიდან პარტნიორ უნივერსიტეტებში იწყებს საავტორო პროგრამის განხორციელებას საარჩევნო სამართლის დარგში. სასწავლო პროექტის ბენეფიციარები იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები არიან.

პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე და ამავდროულად, იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სილაბუსის მიხედვით სტუდენტები გაეცნობიან: არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს; არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას; არჩევნების გაშუქების და საინფორმაციო უზრუნველყოფის მექანიზმს; არჩევნების მოდერნიზაციის პროცესს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების პროცესს და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სერვისებს.  სწავლების შედეგები ფინალური გამოცდებით ფასდება.

2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში განხორციელდება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ბათუმის ფილიალი); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

საუნივერსიტეტო პროგრამის ჩასატარებლად სწავლების ცენტრმა სალექციო კურსში ჩართული ლექტორები გადაამზადა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები, განახლებული სასწავლო მოდულები და მათი ჩატარების მეთოდოლოგია. ამასთან, შეჯამდა  გასულ წელს, 9 უნივერსიტეტში ჩატარებული პროექტის შედეგები, რომელშც მონაწილეობა 764-მა სტუდენტმა მიიღო. 

ცესკოს, სწავლების ცენტრს და უნივერსიტეტების შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში.  დღემდე პროექტში მონაწილეობა 9900-მდე სტუდენტმა მიიღო.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112
13
1415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia