საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ახალგაზრდებისთვის პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელება დაიწყო

13.02.2026
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) 2026 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ახალგაზრდების საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

მიმდინარე ეტაპზე, ცესკო და სწავლების ცენტრი, ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, ატარებს საგანმანათლებლო პროექტს „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“. აღნიშნული პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის - უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო კულტურის განმტკიცება კონსტრუქციული, არგუმენტებზე დაფუძნებული დებატების მნიშვნელობის შესახებ. ინიციატივა ხელს უწყობს  საარჩევნო პროცესებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავებას და დემოკრატიული დიალოგის კულტურის ჩამოყალიბებას.

სწავლების ცენტრი, შემუშაველი კონცეფციის საფუძველზე, პროექტის მონაწილეებს სთავაზობს პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების ფართო შესაძლებლობებს, მათ შორის: სწრაფი აზროვნებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარის გაუმჯობესება, გუნდური გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა, სპიკერის როლის მორგება და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვის უნარების განმტკიცება. დებატების ფარგლებში სტუდენტები იმსჯელებენ საარჩევნო თემატიკაზე, კონსტრუქციული და არგუმენტებზე დაფუძნებული დებატების პრინციპების დაცვით.

სწავლების ცენტრს სტუდენტური დებატების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. მიმდინარე წელს პროექტში ჩართულია ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი.

პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ორ ეტაპად განხორციელდება: შესარჩევი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 გუნდი, და ფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი. თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილია სამკაციანი გუნდით.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილე სტუდენტების გადამზადებას შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოში ტექნოლოგიური არჩევნების მიმოხილვა; დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება და დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა. შეხვედრების ციკლი დღეს, 13 თებერვალს, დაიწყო და მასში მონაწილეობას 10-ვე გუნდის წევრები იღებენ.

ცესკო და სწავლების ცენტრი მხარს უჭერს და სისტემატურად ახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს არჩევნების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
910111213
14
15
16171819202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia