საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციამ 2024/2025 წლები შეაჯამა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი შეიმუშავა

23.12.2025
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრების ფორმატში 2024-2025 წლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი შეიმუშავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან 2024-2025 წლის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები განიხილა, რომელთა უმეტესობა ელექტრონული არჩევნების დანერგვას უკავშირდებოდა. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობებისა და განხორციელებული კომპლექსური სამუშაოების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ადმინისტრირების პროცესში განახორციელა, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, საარჩევნო სასწავლო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა, იმისათვის რომ ორი საერთო არჩევნები ყოფილიყო მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის წარმატებულ პრაქტიკაზეც, ვინაიდან აღნიშნული არჩევნების მიმდინარეობისას ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება პირველად მოხდა. თითოეულ თანამშრომელს გადავუხადე მადლობა მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები და თანამშრომელთა ჩართულობა მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის მიღწეული შედეგების შეფასების, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მომავალი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისთვის, რაც ორგანიზაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და საარჩევნო პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

ღონისძიების ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პროექტიც განიხილეს. პროექტი ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარადგინა. თამარ ცერცვაძემ ასევე დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში მონიტორინგის, ანგარიშგებისა დაპერიოდული შეფასების მნიშვნელობაზე, რაც დაგეგმილი აქტივობების შედეგიანობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა სტრუქტურული ერთეულის და სწავლების ცენტრის თანამშრომელი, რაც პროცესს კიდევ უფრო ინკლუზიურს ხდის. 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ცესკოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა და მასში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები.

გასვლითი სამუშაო შეხვედრა 19-20 დეკემბერს გაიმართა და მას, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56
7
891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia