საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია

18.12.2025
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობა 2023-2026 წლების სტრატეგიის შესაბამისად წარმართა, რომელიც სამ მთავარ პრიორიტეტს მოიცავდა - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშის საჯაროდ წარდგენა წარმოადგენს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ემსახურება საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცებას.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ორივე საერთო არჩევნებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება გაუწია ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტისთვის იყო კენჭისყრაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი. უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების ჩატარების შედეგად საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა და ორივე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

ღონისძიების მეორე ნაწილი „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაციას დაეთმო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვებპლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.

რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები და ნარატივები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

აღსანიშნავია, რომ რეესტრში დეზინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სანდო ინფორმაცია პირველწყაროდან. პლატფორმა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და საარჩევნო პროცესების შესახებ ობიექტური აღქმის ჩამოყალიბებას.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის რეესტრი“ სხვა საშუალებებთან ერთად წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ღია კომუნიკაციის, პრევენციისა და ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და მისი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

ვიდეო გალერეა

2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia