2025 წლის 18-19 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
დელეგაციის წევრები, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნათია შარაშიძე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბორის კონდარკოს შეხვდნენ, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას დააკვირდნენ.
ადგილობრივი არჩევნები 2025 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა. სწავლების ცენტრმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ოფიციალური მოწვევით მიიღო.