საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნებისთვის მზადების პროცესში სწავლების ცენტრმა პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

26.09.2025
ბეჭდვა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა იმ პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სადაც არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნები ფუნქციონირებენ.

საინფორმაციო შეხვედრა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა. სწავლების ცენტრმა სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შემდეგი ძირითადი საკითხები გააცნო:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების წესი და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირების პირობები;
  • კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლების მონაწილეობის პროცედურები; ხმის მიცემის პროცესში პატიმართა უფლებების დაცვა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, მათ შორის, ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის, ნების თავისუფალი გამოვლენის, პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა;
  • კენჭისყრის შენობის მოწყობის ლოგისტიკური საკითხები და უსაფრთხოება.

პროექტის მიზანია საარჩევნო უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების არჩევნებში მონაწილეობისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობა.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევებში საარჩევნო უბნები N10 გლდანის, N20 რუსთავის, N27 მცხეთის, N58 წყალტუბოს, N59 ქუთაისის, N60 ოზურგეთის და N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ N1, N2, N3, N5, N8, N12, N14, N15, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში შეიქმნა.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia