საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის

24.09.2025
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით,  სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესის მართვის პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიებს (სრული შემადგენლობით) გააცნობენ შემდეგ ძირითად საკითხებს: 

  • საუბნო საარჩევნო კომისიის მზადება კენჭისყრის დღისთვის (საოლქო საარჩევნო კომისიისგან მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის შენობის მოწყობა, ფოტო-ვიდეოგადაღების ადგილის გამოყოფა);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პროცესში გასათვალისწინებელი პროფესიული სტანდარტები (კანონიერების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, პროფესიონალიზმის პრინციპები, ეთიკა);
  • ამომრჩევლისთვის სერვისის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციების განაწილების წესი და მათი შესრულების ტექნიკა (ნაკადის მომწესრიგებლის, რეგისტრატორების, სპეციალური კონვერტებისა და საარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრის, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ფუნქციები); 
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობის დადგენა;
  • საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების პროცედურა (საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის/ბათილობის საფუძვლები; საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი);
  • ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებლებისგან გამოვლენილი მეთვალყურეების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათ მიერ განსახორციელებელი დაკვირვების ფარგლები;
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამება (ოქმების შევსების პროცედურა, მათი საჯაროობის უზრუნველყოფა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების მოთხოვნის საფუძველზე ოქმების დამოწმებული ასლების გაცემის წესი);
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებზე რეაგირება;
  • კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ლოგისტიკური პროცესი (საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემი საარჩევნო დოკუმენტაცია, ინვენტარი).

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოს შესრულება.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები 2025 წლის 26 სექტემბერს ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia