საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

IV ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე

22.09.2025
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, 2025 წლის 23 სექტემბერს ტრენინგების IV ეტაპი ჩატარდება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.

აღნიშნული წარმოადგენს ფინალურ ეტაპს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას დაეთმობა.

სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს და ცოდნას მანდატს მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების პრევენცია და მართვა; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა.

IV ეტაპის ტრენინგების გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

სატრენინგო კონცეფციის მიხედვით, IV ეტაპის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ტრენინგების კომპონენტი საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის, რომლებიც არ  დაესწრნენ ტრენინგების განვლილ ეტაპებს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678
9
1011
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia