2025 წლის 21 სექტემბრიდან ტრენინგების III ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე. გადამზადების აღნიშნულ ეტაპზე სამიზნე აუდიტორიას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) წარმოადგენენ.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები მონაწილეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო-საზედამხედველო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. განიხილება შემდეგი ძირითადი ასპექტები:
ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის თემატური სავარჯიშოს შესრულება. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის მომზადებულ სამახსოვრო ინსტრუქციებს. აღნიშნულ დამხმარე რესურსებში ფუნქციების შესაბამისად სისტემატიზირებულია კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ შესასრულებელი საქმიანობები, რაც მიზნად ისახავს ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში ერთგვაროვნად გამოყენების და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას.
III ეტაპის ტრენინგები ჩატარდება 2025 წლის 21-22 სექტემბრის პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.