საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით პოლიციელებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი განახორციელა

18.09.2025
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, პოლიციელებისთვის სპეციალიზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ჩაატარა.

მასშტაბური პროექტი 2025 წლის 8-15 სექტემბრის პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში, რამდენიმე ნაკადად განხორციელდა და მასში მონაწილეობა პოლიციის 1619-მა თანამშრომელმა მიიღო.

პროგრამის „არჩევნები და უსაფრთხოება“ ფარგლებში, სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მიზნით რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2025 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia